Материалы

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

ყოვლადწმინდა  ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს სომხური ეკლესია უძრავად 7 აპრილს აღნიშნავს. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ეს დღე  გამოაცხადა  დედებისა და დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფ ქალთა კურთხევის დღედ, რომელიც სომხურ ტაძრებში წმინდა წირვითა და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

2022 წლის 7 აპრილს, თბილისში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ეკლესიის სულიერმა მსახურმა, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა ისაუბრა ღვთისმშობლის დღესასწაულებსა და სომხურ ეკლესიაში ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მნიშვნელობაზე. მან ყველა დედასა და დას მიულოცა დღესასწაული და გადასცა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა და კეთილი სურვილები.

წმინდა წირვის შემდეგ დღესასწაული ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაგრძელდა, სადაც დაგეგმილი იყო საკონცერტო პროგრამა და ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი - „ჰოვანეს თუმანიანი - 153“, ღონისძიებათა ციკლის შეჯამება. ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა გახსნა. ის მიესალმა დამსწრეებს, მათ შორის ქ. რუსთავიდან ჩამოსულ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მათ საერთო ქრისტიანული დღესასწაული მიულოცა.

2

ერევნის „ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის“ ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ და „ჰაიარტუნ“ სამეცნიერო, კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლობით, საქართველოს ეპარქიაში მოქმედი ცენტრების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოქმედებითი ჯგუფები, სომხური სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ ერევნის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარებული მუსიკალური გზავნილების პროგრამაში. „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა ხაზი გაუსვა იმ აქტიურობას და მზაობას, რომელიც გამოიჩინეს მონაწილეებმა ყოველთა სომეხთა პოეტის სიმღერებად ქცეული ნაწარმოებების გავრცელების მიზნით. თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის (ხელმძღვანელი - სვეტლანა ტატოევა), ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მგალობელთა გუნდის (ხელმძღვანელი - ლუიზა ვარდანოვა), „სურბ ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდის (ხელმძღვანელი - მარი აბულიანი), „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ - ინსტრუმენტული ანსამბლის (ხელმძღვანელი - ვლადიმირ ასატუროვი), ა/ო ქართველ-სომეხთა კავშირის შემსრულებლების, ასევე რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის „ბერკრი“ გუნდისა და სოლო შემსრულებლების (ხელმძღვანელი - სერგო ჰარუთუნიანი) და სხვათა მიერ წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებით, საზეიმო ვითარებაში მოხდა პროგრამის შედეგების შეჯამება და მონაწილეებისათვის სერტიფიკატების და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა.

ღონისძიება კურთხევის სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა და სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა ნარეკ კუშჩიანმა. მან ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, რადგანაც ონლაინ ფორმატში, კერძოდ, პანდემიის პირობებში, ჩატარებული ვიდეოფესტივალები, ხელს უწყობს იმას, რომ ახალი თაობის  ყოველდღიურობა გახდეს უფრო მეტად საინტერესო, ეფექტური და შემოქმედებითად დატვირთული. მამა ნარეკმა დააფასა ღონისძიების ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიერ გაწეული შრომა და დამსწრეებს დედათა და სილამაზის დღე მიულოცა.

ვიდეოფესტივალის ფორმატში ჩატარებულ ღონისძიებაზე საქართველოდან წარდგენილი იყო 26 ვიდეოჩანაწერი - თბილისელი, რუსთაველი, ბათუმელი, ახალქალაქელი, ნინოწმინდელი ნიჭიერი სომეხი ახალგაზრდების შესრულებით. სერტიფიკატები გადაეცემა ღონისძიებაში ჩართულ ყველა მონაწილეს ზემოთ აღნიშნული რეგიონებიდან.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են