Материалы

ფეხთბანვის რიტუალი და სააღდგომო ცისკარი თბილისის სომხურ ეკლესიებში

2022 წლის 14 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში წმინდა წირვა აღევლინა.

მწირველმა მღვდლებმა მორწმუნეებს იესო ქრისტეს მიერ ზიარების წმინდა საიდუმლოს დადგენაზე უქადაგეს.

ამის შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ფეხთბანვის რიტუალი. მაცხოვარმა საიდუმლო სერობის შემდეგ, ჭეშმარიტი თავმდაბლობის მაგალითად თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა.

1

თბილისის, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მაცხოვრის აღნიშნული მაგალითით, საგალობლების ფონზე, საკურთხეველზე მუხლმოდრეკილმა 12 ბავშვს დაბანა ფეხი და ნაკურთხი ზეთი ცხო მათ. რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი მორწმუნეებს დაურიგდათ.

დიდი ხუთშაბათის საღამოს შესრულდა სააღდგომო ცისკარი, რაც დიდ პარასკევს ეძღვნება - განასახიერებს მაცხოვრის ჯვარცმას და დასაფლავებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, კერძოდ, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულებული რიტუალის დროს, სახარებიდან წაკითხულმა ნაწილებმა მრევლს გაახსენა იესო ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, მაცხოვრის გაცემა, მისი შეურაცხყოფა და პეტრეს უარყოფა.

2

სააღდგომო ცისკრის ლოცვაზე, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, დამსწრე მორწმუნეებს მოუწოდა უფლისადმი ერთგულების და ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრებისკენ.

სააღდგომო ცისკრის ცერემონია შესრულდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სხვა ტაძრებშიც.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են