დიდი პარასკევის ცერემონიები თბილისის სომხურ ეკლესიებში
2022 წლის 15 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დიდი პარასკევის რიტუალები შესრულდა. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ტანჯვებს, ჯვარცმას, ხორციელ სიკვდილს, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
ეკლესიის მოყვარულმა ქალბატონებმა ყვავილებით და შტოებით მორთეს სადგამი - ქრისტეს სიმბოლური „საფლავი“. ამის შემდეგ ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიაში სომეხი მრევლი ერთობლივ ლოცვაზე და ქრისტეს ტანჯვების გასაზიარებლად შეიკრიბა. ამ დღეს ეპარქიის ეკლესიებში დილის ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ჯვარცმის რიტუალი.
თბილისის სურბ გევორგ და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ წინასადღესასწაულო ცერემონიების დროს, შესრულდა დასვენების წესი, როდესაც მორწმუნეთა თანდასწრებით მოხდა გარდამოხსნის ეკლესიიდან გამოსვენება, ეკლესიის გარშემო შემოტარება და გზად მასზე ვარდის წყლის შესხურება.
საეკლესიო რიტუალის დასასრულს უფლის წმინდა საფლავის სურნელოვანი ყვავილები დაურიგდა მორწმუნეებს.