თბილისში სომხურ-ქართული მეგობრობისადმი მიძღვნილი „ხაჩქარი“ გაიხსნა
სომხურ-ქართული მეგობრობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მან მრავალი განსაცდელი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია იმ იმედით, რომ იგი მომავალშიც მტკიცედ შენარჩუნდება. ორი ხალხი საუკუნოვანი მეგობრობის შენარჩუნებით, მას თაობებს გადასცემს, ქრისტიანი ერების კეთილმეზობლური ურთიერთობების დაცვისა და შენარჩუნების იმედით.
2022 წლის 15 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა ახლადხელდასხმულმა მღვდელმა ღევონდ თაზაიანმა. წმინდა წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში გაიმართა სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ხაჩქარის კურთხევის წესი.
თბილისელი სომხები მოსულები იყვნენ მათთვის ძვირფას ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ხაჩქარი ეძღვნება სომხების და ქართველების გვერდიგვერდ თანაცხოვრების, ერთმანეთის დახმარების და თანამშრომლობის ტრადიციის დაცვას.
თბილისელი სომეხი მხითარიანების ოჯახის, რომელიც ათწლეულებია თბილისში ცხოვრობს – ძმების, ლევონ და გურგენ მხითარიანების ღვთისმოსავი სურვილით და ინიციატივით, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში დაიდგა ულამაზესი ხაჩქარი. ეს გახდა ოჯახის მიერ ორი ერის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილი ქრისტიანობის გავრცელებაში ხაჩქარის, როგორც გავლენიანი საშუალების ხაზგასმით.
ხაჩქარის კურთხევის ცერემონია ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიერ და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით.
მხითარიანების ოჯახის ინიციატივის დიდად დაფასებით, ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულება და სიმტკიცე, და ორ მეზობელ ხალხს შორის მეგობრობის დაცვა უსურვა.
მხითარიანების ოჯახის მხრიდან ხაჩქარს გადასაფარებელი ჩამოხსნა ოჯახის მამამ - იშხან მხითარიანმა, ვინც უფლისადმი ამაღლებულ ლოცვაში ისურვა, რომ მუდამ მტკიცედ შენარჩუნდეს სომხურ-ქართული მეგობრობა და რომ ყველგან და ყოველთვის ეკლესიების ცაზე მხოლოდ მშვიდობის მტრედები დაფრინავდნენ.
ხაჩქარის კურთხევის ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები ოთარ გრიგოლია, კახა ლაბუჩიძე და ვლადიმირ ბოჟაძე. სადღესასწაულო ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები საქართველოში ანნა სააკიანი, დავით ჯანაზიანი და ავეტიქ ჰარუთიუნიანი.
თბილისის საკრებულოს წევრმა კახა ლაბუჩიძემ, სომეხ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობაზე საუბრისას გაიხსენა 1989 წლის აპრილის თვეში მომხდარი მოვლენები, როდესაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მიერ, ამავე - ავლაბრის უბანში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი დაიდგა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს უკვე ეკლესიის ეზოში დადგმული ხაჩქარი ძმობის და მეგობრობის შეუქცევადობის სიმბოლოა.
ცერემონიის დასასრულს მხითარიანების ოჯახის მიერ გაიმართა შესაწირით გამასპინძლება.