Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს საქართველოს „ქალთა საბჭომ“ მადლობის სიგელი გადასცა

2022 წლის 28 მაისს საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს „ქალთა საბჭოს“ დელეგაცია, საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან გაბრუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ეწვია. ვიზიტი მიზნად ისახავდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული მუზეუმების კვირეულის ფარგლებში პოეტ ჰოვანეს თუმანიანის თბილისის სახლისათვის, რომელიც ამჟამად სახლ-მუზეუმად ფუნქციონირებს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ქალთა საბჭოს“ მადლობის სიგელის გადაცემას.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. ქალბატონმა გაბრუაშვილმა ისაუბრა „ქალთა საბჭოს“ საქმიანობაზე, ხაზგასმით აღნიშნა კულტურის განვითარების, მეგობრობის გაღრმავების და ქველმოქმედების გავრცელებისკენ მიმართული საქმიანობები, რომელიც ტარდება მრავალეროვან საქართველოში სხვადასხვა ხალხის კულტურული ცხოვრების, ტრადიციების და წეს-ჩვეულებების განვითარების და თაობებისათვის გადაცემის მიმართულებით. ქალბატონმა გაბრუაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს გისანე ჰოვსეფიანს მადლობის სიგელი გადასცა.  

P1

ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა დამსწრეები, დიდად დააფასა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის მიმართ გამოჩენილი ყურადღება, ხაზი გაუსვა იმ ღონისძიებებს, რომელიც შემოქმედებითი სფეროს და მკითხველი საზოგადოების მიერ ტარდება ამ სახლში და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი საქმიანობა კვლავაც გაგრძელდება და გაღრმავდება.

სტუმრებმა დაათვალიერეს ჰოვანეს თუმანიანის ისტორიული სახლი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են