Материалы

არტიომ (არტემ) ალაბულიანცის შემოქმედებითი ცხოვრების ფართო ჰორიზონტი

2022 წლის 27 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრი ფერადი და მეტყველი ფერწერული ტილოებით იყო დამშვენებული. ნამუშევრების პალიტრა იყო გამორჩეული და იდუმალი, რომელიც მეტყველებს მხატვრის მდიდარი წარმოსახვის, ფართო შემოქმედებითი თვალსაწიერის, ფერების ჰარმონიულობის და ნამუშევრების ექსპრესიულობის შესახებ. ნამუშევრების ავტორი გახლავთ წარმოშობით თბილისელი, კომუნიკაბელური და ჰუმანური, დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული პიროვნება - არტიომ ალაბულიანცი, ვისაც ასევე დიდი სიყვარული გააჩნია თავისი ერის  მიმართ, არის თავდადებული საკუთარი ხალხისათვის, გახლავთ ეკლესიის მოყვარული პიროვნება, ვისთან შეხვედრაც შესაძლებელია სომხური თემის თითქმის ყველა ღონისძიებაზე და ასევე მისი ხილვა შეიძლება ყოველ კვირა დღეს - სომხური ეკლესიის წმინდა წირვებსა და სხვა ცერემონიებზე.

ცნობილმა მხატვარმა ირენ ოჰანჯანოვამ მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა არტიომ ალაბულიანცის ფართო შემოქმედებით შინაგან სამყაროზე. მან ალაბულიანცის ცხოვრების ხელოვნებისათვის მიძღვნილი გვერდები პიროვნულ თავისებურებებთან დააკავშირა, მხატვარმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროფესიონალი მუსიკოსი, ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი, ბავშვური სიწმინდით და ახალგაზრდული უბრალოებით დაჯილდოებული არტიომ ალაბულიანცი.

Img

არტიომ ალაბულიანცი პერიოდული გამოსვლებით დამსწრეებს მოუთხრობდა თავისი ტილოების შექმნის მოტივებს, ფუნჯების გასმის ისტორიას და სათაურების არჩევანზეც კი, მათთან, ვინც მას იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა კიდევ უფრო ამაღლდა,დაფასდა თავისი დიდი შემოქმედებითი უნარით, შემოქმედებით ბოჰემაში არც თუ ხშირი გამოფენებით, თუმცა მხატვრებს შორის საკმაოდ ცნობილი და წინასწარვე განსაზღვრული საკუთარი ადგილის მპოვნელი ხელოვნებათმცოდნის შემოქმედებითი განვითარების მეტად მნიშვნელოვანი ეტაპებით. ღონისძიებაზე დამსწრეებს ბევრი სათქმელი ჰქონდათ, რადგან მათ საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ალაბულიანცის ბავშვობის, ახალგაზრდობის, მომავალი პროფესიის არჩევის, სხვადასხვა ინსტრუმენტის დაუფლების, მრავალი წლის მანძილზე ორკესტრში ალტზე დაკვრის, გრაფიკითა და ზეთის საღებავებით ტილოსთან საუბრის და უნიკალური ორნამენტების შექმნის უნარს. აღნიშნული გაჟღერდა ხელოვნებათმცოდნე სოლომონ ნადირაშვილის, მხატვარ-არქიტექტორ გიული ბერიძის, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორ ვან ბაიბურთიანის, საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანის, ცენტრის ექსკურსიამძღოლ გოჰარ მაზმანიანის მიერ წარმოთქმულ შეფასებებსა და გამოხმაურებებში.

თავიანთი დასწრებით საღამო დაამშვენეს არაიკ ბაბაჯანიანმა, გია ნაირაშვილმა, ჟანა დავთიანმა, მერუჟან შაჰუმიანმა, მარია ხაჩატუროვამ და უამრავმა ადამიანმა ვინც იცნობს და აფასებს არტიომ ალაბულიანცს, მის ხელოვნებას და აკომპანირებას.

საღამო ასევე დატვირთული იყო ულამაზესი საფორტეპიანო ნაწარმოებებით და სოლო შემსრულებლების მუსიკალური ნომრებით, რომელიც შესრულდა მომღერალ - სვეტლანა ტატოევას, პიანისტ - ისაი აბოვიანის და უცხოელი მომღერლის - სამუელ ოჯედოკუნის მიერ. 

სილამაზესთან დაკავშირებულმა მშვიდმა და გულწრფელი სითბოთი გაჯერებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას ამაღლებული განწყობა და გულწრფელი ურთიერთობების განცდა დაუტოვა - მადლიერების თბილი სიტყვების გამოხატვით ავტორის და ღონისძიების ორგანიზატორის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის თანამშრომლების, მიმართ.

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են