Материалы

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული და სხვადასხვა ქვეყანაში იგი სასიამოვნო და სახალისო ღონისძიებებით აღინიშნება. ბავშვთა დაცვის დღე პატარებს ბავშვობის ახლებურ სიხარულს ჩუქნის, ხოლო დიდებს ახსენებს, რომ თითოეული ბავშვი მშვიდობიან სამყაროში უნდა ცხოვრობდეს, გრძნობდეს მშობლების მზრუნველობას და ჰქონდეს სიყვარულით და სითბოთი სავსე ბავშვური ყოველდღიურობა.

2022 წლის პირველი ივნისი სადღესასწაულო იყო ასევე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სომეხი ბავშვებისათვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის  არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, ბავშვებისათვის ამაღლებული განწყობის შესაქმნელად და მათთვის მხიარული სიურპრიზების მოსაწყობად ეპარქიის ეკლესიებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო.

285468283

თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში, აღმზრდელ-პედაგოგთა ევგენია მარკოსიანის, აიდა ბაზოიანის, სიუზანა ბრუტიანის, ძიძა  ერინაზ ბაღდასარიანის მზრუნველობითა და ძალისხმევით საკუთარი ბავშვობის მხიარულ დღეებს ატარებს დაახლ. 40 დედაქალაქელი ბავშვი. ისინი აქ აღიზრდებიან და იღებენ დაწყებით სასკოლო ცოდნას.  ბავშვთა დაცვის დღის პატარებისათვის გასალამაზებლად  და საჩუქრებით მათ გასახარებლად საბავშვო ბაღს ეწვია არმენ ჰოვანესიანი თავის შეუდარებელ - მოსაუბრე, მოცეკვავე და მომღერალ თოჯინებთან ერთად. მეთოჯინემ თავის „თანამშრომელ“ თოჯინებთან ერთად ბავშვებს გულწრფელი სიცილი და ამაღლებული განწყობა შეუქმნა. ხოლო საინტერესო  თამაშმა „ვერნაკჭუჭ“, რომელშიც ორ ჯგუფად ჩაერთნენ  ბავშვები, გამოავლინა ის თუ რომელმა მათგანმა იცოდა უკეთ სომხური ზღაპრები, საბოლოოდ გამარჯვებულმა საჩუქარი დაიმსახურა.  

მხიარული სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში. აქ ბავშვების ნაწილი ჩაერთო ასფალტზე ცარცით ხატვის გასართობ აქტივობაში, ნაწილი კი სახისა და ხელების მოხატვის სიამოვნებას მიეცა და აღფრთოვანებულნი უცქერდნენ ერთმანეთის ახალ გარეგნობას.

ბავშვთა დღესასწაული დატვირთული იყო ასევე სასიამოვნო სიურპრიზებით. ეკლესიის ერთგულმა ქალბატონმა ირინა სარგისიანმა სასიამოვნო საჩუქრები გადასცა თითოეულ პატარას. ხოლო ეკლესიის ჯვრის ნათლია სამველ პოღოსიანი ბავშვებს სხვადასხვა ტკბილეულითა და ნაყინით გაუმასპინძლდა. ამაღლებულმა განწყობამ, ულამაზესმა საჩუქრებმა და ფერადმა ბუშტებმა ბავშვებს მოგონებებში აღუბეჭდა პირველი ივნისის დღესასწაული და სახალისო ღონისძიებები.

დღე სადღესასწაულო იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის, ბათუმის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის ცენტრების და სხვადასხვა სოფელში მოქმედი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის. ადგილობრივი პედაგოგების და აღმზრდელების ძალისხმევით ორგანიზებული სიმღერების, ცეკვების, სხვადასხვა თამაშების, სიურპრიზებისა და საჩუქრების შედეგად პირველი ივნისი ბავშვებისათვის გახდა დაუვიწყარი.

285438435

282685914

285456882

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են