Материалы

სომხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩის შეხვედრა საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებთან

2022 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აშოტ სმბატიანის შეხვედრა თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებთან.

ელჩის და დიპლომატების შეხვედრა თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებთან ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ვიზიტით დაიწყო. სტუმრებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით, დაათვალიერეს უძველესი ეკლესია, გაეცნენ ეკლესიის ისტორიის შესახებ წმინდა მამის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ბატონმა ელჩმა სანთლები დაანთო და ილოცა სომხურ ეკლესიაში.

307174695

„ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ახალი ელჩის მისასალმებელი და გაცნობითი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დამსწრეთა შეკითხვები შეეხებოდა დედა სამშობლოში არსებულ სიტუაციას, სომხეთის რესპუბლიკის მიმართ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებულ დამპყრობით მოქმედებებს, სომხურ-ქართულ ურთიერთობებს, თბილისის სომხური თემის მიღწევებსა და პრობლემებს. ბატონმა ელჩმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა შეხვედრა და ახალ ელჩს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა - ორი ქრისტიანული ერის მეგობრობის, სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების მრავალმხრივი და მზარდი განვითარებისათვის.

შეხვედრის დასასრულს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სმბატიანმა დაათვალიერა ცენტრში მოქმედი საბავშვო ბაღი, გაეცნო სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են