სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდანის სახელობის საკათედრო ტაძარში აღინიშნა
2022 წლის 24 სექტემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული აღნიშნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ღირსი მღვდლის ვირაპ ღაზარიანის მიერ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მორწმუნეები ეკლესიაში სალოცავად, მამაცი მეომრის კურთხევის და მადლის მისაღებად იყვნენ მოსულები.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა, იქადაგა დღის საიდუმლოზე - ქრისტიანული რწმენისადმი მამაცი მხედართმთავრის ერთგულებასა და მის წამებაზე, ხაზი გაუსვა წმინდანისადმი მორწმუნეთა დიდ სიყვარულს, რომლის სახელზე საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ეკლესიები.
მღვდელმა ვირაპმა გევორგ მხედართმთავრის ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულება სომეხ ხალხს შეადარა, ვინც ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გამოიარა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გამართა და დარჩა ერთგული საკუთარი რწმენისადმი. ქადაგების დასასრულს მწირველმა ყველა გევორგს მიულოცა მათი სახელობის წმინდანის დღესასწაული და მათ ქრისტეს ერთგულ შვილად ყოფნის სიამაყით ცხოვრებისკენ მოუწოდა.
სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული ეპარქიის ეკლესიებში, განსაკუთრებით წმინდანის სახელობის ტაძრებში, საეკლესიო ცერემონიებითა და სხვადასხვა ხალხური ღონისძიებით აღინიშნა.
აქვე დავძენთ, რომ სურბ გევორგ ტაძარი თბილისის უძველეს ეკლესიათაგან ერთ- ერთია. იგი აშენდა მე-13 საუკუნეში და იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომხური სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. 2015 წელს სრულიად განახლებით (ფონდ IDeA-სა და სხვა ქველმოქმედების სახსრებით) სურბ გევორგ ტაძარი (ან ციხის დიდი ტაძარი), ეპარქიის საკათედრო ტაძრად ყოფნით, განაგრძობს საქართველოს სომხების თავის გარშემო გაერთიანებას.