Материалы

მთარგმნელთა დღესასწაული და ბავშვების კურთხევის წესი საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, 8 ოქტომბერს, წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების და მათი მოსწავლეების ხსენების დღე აღინიშნა. იგი სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და ძვირფასი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულია.

მთარგმნელთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნა. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერმა მწყემსმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას, უამრავ მორწმუნესთან ერთად, ესწრებოდნენ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ბავშვები და „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მოსწავლეები. 

2

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა წმინდა მამამ იქადაგა დღის საიდუმლოზე - სომეხი ხალხის და სომხური ეკლესიის ისტორიაში ერის გამოჩენილი  მთარგმნელი ვარდაპეტების და მათი მოსწავლეების შესახებ. კერძოდ, ისაუბრა, სომხური დამწერლობის შექმნის, სომხეთის ისტორიის, მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში მათ იმ მნიშვნელოვან როლზე, რომლის წყალობითაც სომეხ ერს აქვს საკუთარი დამწერლობა და მსოფლიოს უძველეს და ცივილიზებულ ერებს მიეკუთვნება, ხოლო მადლიერი სომეხი ერი წელიწადში ორჯერ აღნიშნავს  მათ ხსოვნას, რითაც პატივს მიაგებს ერისათვის თავდადებულ ვარდაპეტებს.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით შესრულდა ბავშვების კურთხევის წესი, წმინდა მამამ  უფალს  თითოეული ბავშვის მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება შეავედრა, მათ ერის ღირსეულ შვილებად ყოფნა, დედაენის შენარჩუნება და დაცვა, ქრისტიანული რწმენითა და მცნებებით ცხოვრება უსურვა.

დღესასწაული ეპარქიის ვარდაპეტთა მიერ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის საჩუქრების დარიგებით დასრულდა.

წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღევლინა საქართველოს ყველა მოქმედ სომხურ ეკლესიაში.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են