დატვირთული და ნაყოფიერი დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში
2022 წლის 9 ოქტომბერი დღესასწაულად იქცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში. ადგილობრივი სომხური თემის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ აღვლენილ წმინდა წირვაში.
წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა იქადაგა სომხური ეკლესიის ეროვნულ დღესასწაულზე - მთარგმნელთა დღის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა წმინდა ვარდაპეტების - მესროპის, ეღიშეს, მოვსეს ქერთოღის, ფილოსოფოს დავით ანჰაღთის, გრიგორ ნარეკაცისა და ნერსეს კლაეცის მნიშვნელოვან როლს ჩვენი ხალხის ცხოვრებასა და ეკლესიის ისტორიაში.
ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით და შეასრულა ბავშვების კურთხევის წესი. რუსთავის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაურიგდათ ასევე სადღესასწაულო საჩუქრები.
რუსთავის სომხური თემი, შეუერთდა ტოლმის ფესტივალს, ჩაერთო ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში და ცენტრში ამ ეროვნული კერძით გამასპინძლება მოაწყო. სომეხი ქალბატონების მიერ მომზადებული ტოლმის წყალობით დღე მხიარული და დატვირთული იყო ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში.