Материалы

სახელმწიფოს სათანადო დამოკიდებულება სომხური წარწერებიანი საფლავის ქვების და სიწმინდეების მიმართ

თბილისში ყველგან ვხვდებით სომხური კვალის მდუმარე მტკიცებულებებს. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საბჭოთა წლებში განადგურებული მონასტრის დედა ტაძრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებია, რომელიც კვლავ რჩება წმინდა ადგილებად თბილისელი სომხებისთვის, რადგანაც დღემდე ხდება ყოფილი საკათედრო ტაძრის კვალის და ეზოში არსებულ სასაფლაოში დაკრძალული ერისა და ეკლესიის ღირსეული სომეხი შვილებისა და მღვდლების წმინდა ნაწილების აღმოჩენა.

ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ იქნა სომხური წარწერებიანი საფლავის ქვები და იქ დაკრძალულთა წმინდა ნაწილები.  ვიცე-პრემიერის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის დაუყოვნებლივი რეაგირებითა და მიღებული ზომებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგების მონაწილეობით ხაზგასმით აღინიშნა სიწმინდეების დაცვის პროცესის მნიშვნელობა და გადაწყდა, რომ იგი შეთანხმებულიყო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის სომხურ თემთან. საქართველოს შესაბამისი სომეხი თანამდებობის პირებთან, კერძოდ, ეპარქიის წინამძღვარსა და სომხეთის ელჩთან შეთანხმებული გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა მიმართ არსებული ქრისტიანული პატივისცემისა და სათანადო დამოკიდებულების გათვალისწინებით, აღმოჩენილი საფლავის სიწმინდეები ხელახლა დაიკრძალება თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში.

Image 23 10 22 03 12

2022 წლის 18 ოქტომბერს, პირადად ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აშოტ სმბატიანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ ზურაბ გიორგაძის, „ვრასტან“ გაზეთის მთავარი რედაქტორის ვან ბაიბურთიანის, თბილისის „მიასინ“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანლის ლევონ ჩიდილიანის და საზოგადოების სხვა წევრების ჩართულობით განხორციელდა საფლავის ქვების და სიწმინდეების გადასვენება. აღმოჩენილია 5 საფლავის ქვა, რომელთაგან წარწერები მხოლოდ ორზეა შემორჩენილი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალული დედა ტაძრის დეკანოზ ჰოვანეს ტერ-პოღოსიანის და მისი მეუღლის საფლავის ქვებია, დანარჩენებზე წარწერები არ არის შენარჩუნებული.

აქვე დავძენთ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მონასტრის დედა ტაძარი (ვანქი მაირ ტაჭარ) ან ჰარანც ვანქი დაარსდა 931 წელს. საბჭოთა წლებამდე აქ განთავსებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვრო. 1938 წ. თბილისის  სომეხთა მონასტერი განადგურდა. 1939 წ. თბილისის საქალაქო  ხელისუფლების  გადაწყვეტილებით შენობა სრულიად დაინგრა. სომხური მონასტრის კომპლექსიდან დღეს მხოლოდ სამრეკლოა შემორჩენილი. მონასტრის ადგილას ამჟამად თბილისის 104-ე სომხური საჯარო სკოლაა.

მონასტრის დედა ტაძარი (ვანქი მაირ ტაჭარ) ცნობილი იყო ასევე თავისი ეროვნული სასაფლაოთი.  მონასტრის სასაფლაოში დაკრძალულნი იყვნენ გამორჩეული სომეხი მოღვაწეები და ეპარქიის წინამძღვრები. აქ დაკრძალულები იყვნენ ალექსანდრ და დარია მანთაშიანები, ჰოვანეს, მარიამ, კონსტანტინ ხატისიანები, თბილისის მერები - ალექსანდრე მატინიანცი, პოღოს იზმაილოვი  და  ერის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

ქალაქ თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოცემული სექტორის მთლიან ტერიტორიაზე გრძელდება გათხრები. ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის თანახმად ხდება ახალი საფლავის ქვების და სიწმინდეების აღმოჩენა. საფლავის ქვების და სიწმინდეების ხელახალი დაკრძალვის ცერემონია ჩატარდება გათხრების დასრულების შემდეგ.

Image 23 10 22 03 12

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են