Материалы

ხელახლა იკურთხა სოფელ კორხის სურბ სტეფანოსის ეკლესია

2022 წლის 29 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის არმავირის ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოსის სიონ ადამიანის მიერ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის, ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემის სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის, მონაწილეობით, გაიმართა კორხისათვის თავდადებული შვილების ქველმოქმედებით აღდგენილი სოფლის სურბ სტეფანოსის სახელობის ეკლესიის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და სხვა სტუმრები. 

სოფელ კორხში სასულიერო პირებს ტრადიციული პურ-მარილით დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებს მიესალმა და მათ ეკლესიის ხელახალი გახსნა მიულოცა არქიეპისკოპოსმა სიონმა. ამის შემდეგ შესრულდა „დრნბაცექ“-ის (კარის კურთხევის) რიტუალი, რომელსაც მოჰყვა ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია. ცერემონიაზე ღირსმა მღვდელმა ნარეკ ტიგრანიანმა და ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა წყლითა და ღვინით გაწმინდეს ეკლესიის ტრაპეზი, 16 სვეტი და ნათლობის ემბაზი. შემდეგ არქიეპისკოპოსმა სიონ ადამიანმა წმინდა მირონით ხელახლა აკურთხა ეკლესია. ამის შემდეგ მოხდა შესაწირის კურთხევა. სადღესასწაულო დღე სახალხო ზეიმით დასრულდა.

312662629 5603678533047814 7198315803645812342 N

312453790 5603678543047813 2536366619238418920 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են