Материалы

ბორჯომში საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

2022 წლის 8 ოქტომბერს, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით დაიწყო სამდღიანი ერთობლივი ტრენინგი - „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“. ტრენინგს სხვადასხვა რელიგიური თემის ლიდერებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და ქვემო ქართლის რეგიონის სოფლების შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი.

Sfn

ერთობლივი ტრენინგი მიზნად ისახავდა რელიგიური ლიდერების ცოდნის გაღრმავებას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და ცნობიერების ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია და მისი ოთხი ძირითადი პრინციპი, საქართველოს ბავშვთა უფლებათა დაცვის კოდექსი, ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ბავშვთა მიმართ ძალადობა.

შეხვედრა გახსნეს და ტრენინგის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დოქტორი, ღასან ხალილი. მათ საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვეს სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში.

Sfn

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են