Материалы

საზოგადოებრივი ინიციატივა - „მომავალი სომხური“-ს წარმომადგენელთა მორიგი გაჩერება თბილისში

2022 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა განვითარების ფონდ - „მომავალი სომხური“-ს (The FUTURE ARMENIAN) ერთ-ერთ დამფუძნებელ არამ ბეკჩიანსა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორ არტაკ აპიტონიანთან.

შეხვედრა, რომელიც ფონდის ინიციატივით და საზოგადო მოღვაწის, ლევონ ჩიდილიანის ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა თბილისელი სომეხი საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი ინიციატივა „მომავალი სომხური“-ს (The FUTURE ARMENIAN) შესახებ, და ასევე დამსწრეთა ინფორმირებას 2023 წლის მარტის თვეში ერევანში გასამართ პირველ კონფერენციაში მონაწილეობის დემოკრატიული მოდელის შესახებ.

406149210238 N

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ავეტიქ ჰარუთუნიანი და ჰრანტ ვოსკანიანი, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი იზაბელა ოსიპოვა, ბიზნესმენი სამველ აღეკიანი, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ინტელიგენცია, ჟურნალისტები, თბილისის სომხური თემის წევრები.

ღონისძიება ვიდეოჩვენებით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდი „მომავალი სომხური“-ს (The FUTURE ARMENIAN) მიზანი - სომხეთისა და სომეხი ერის მდგრადი განვითარების ირგვლივ საყოველთაო ცნობიერების და ურთიერთგაგების ფორმირება. 

სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს ინიციატივის ხედვაზე, 15 მიზანსა და ფონდის პირველ კონფერენციაზე. 

უთუოდ, დამსწრეთათვის მეტად საინტერესო იყო სტუმრების სიტყვით გამოსვლები, რადგან დედა სამშობლოს საბედისწერო აწმყომ და გაურკვეველმა მომავალმა პრიორიტეტულად აქცია  სომხეთის ხვალინდელი დღის, სომხეთი-დიასპორა ერთიანობის, ისტორიის და ეროვნული სისტემის შენარჩუნებისათვის სომეხი კაცის ტიპის პასუხისმგებლობა და მოსახლეობის ზრდის აუცილებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისელმა სომხებმა წამოჭრეს მათთვის საინტერესო საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე სროლებს, მსხვერპლს, ჩამორთმეულ კილომეტრებს, უნდობლობას, მოსახლეობის ინერტულ დამოკიდებულებას და არამყარ მშვიდობას. საპატიო სტუმრებმა ბატონებმა ბეკჩიანმა და აპიტონიანმა ამომწურავი და საფუძვლიანი პასუხები გასცეს დასმულ კითხვებს.  

შეხვედრამ თბილ და საინტერესო გარემოში ჩაიარა.

921110921 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են