Материалы

თოჯინების თეატრმა - „გარი დავითიანის სახლი“, ქ. რუსთავის ბავშვებს უმასპინძლა

2022 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრის  მოსწავლეებს თბილისის თოჯინების თეატრმა - „გარი დავთიანის სახლი“ უმასპინძლა.

თოჯინების თეატრის დირექტორი, ქალბატონი ჟანა დავთიანი დიდი სიხარულით დახვდა ქალაქ რუსთავის სასულიერო ცენტრის საბავშვო ბაღის, სახელწოდებით „ნაირი“ და სომხური ენის კლასის 14 მოსწავლეს აიდა ფოლადიანისა და ანი მინასიანის ხელმძღვანელობით. სასულიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი მიესალმა „გარი დავთიანის სახლის“ დირექტორს და მას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა გადასცა ქალაქ  რუსთავის ცენტრის  ბავშვების მასპინძლობისთვის.

ქალბატონმა ჟანამ სტუმრებს სიხარულით წარუდგინა თეატრში არსებული თოჯინები და გააცნო მათი შექმნის სიმბოლური შინაარსი. ამის შემდეგ ქალაქ რუსთავის ბავშვებისათვის შესრულდა სცენა თოჯინების მონაწილეობით.

თოჯინების ზღაპრულ სამყაროში ყოფნამ და მათთან ურთიერთობის შესაძლებლობამ პატარების დიდი სიხარული და აღტაცება გამოიწვია.

ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრის ხელმძღვანელობა, პედაგოგები და მშობლები მადლობას უხდიან თოჯინების თეატრ „გარი დავთიანის სახლს“ და პირადად თეატრის დირექტორს, ქალბატონ ჟანა დავთიანს,  იმისათვის რომ რუსთაველ ბავშვებს სანახაობრივი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

613962011898 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են