„ჩარენცის შემოქმედების მხატვრული კითხვა“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში
2022 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ეღიშე ჩარენცის დაბადების 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩარენცის შემოქმედების მხატვრული კითხვა“. ღონისძიება ასევე გახდა მათივე სიცოცხლეში ერის ორი გენიოსის შეუმდგარი შეხვედრის - ეღიშე ჩარენცის ორიგინალური მასპინძლობა ჰოვანეს თუმანიანის თბილისის ისტორიულ ბინაში, ამჟამად „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში ანა სააკიანი, ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანი ეღიაზარიანი და თბილისელი სომეხი ინტელიგენცია.
ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა, ცენტრის დირექტორი გისანე ჰოვსეფიანი. მან ჰოვანეს თუმანიანის თბილისის სახლში გამართული წლის ბოლო ღონისძიება შეაფასა ერის გენიოსთა მიმართ საქართველოში მცხოვრები სომეხი საზოგადოების პატივისცემად და ასევე სიამაყედ.
ამაღელვებელი იყო ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორის ანი ეღიაზარიანის სიურპრიზი – ჩარენცისა და თუმანიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, განსაკუთრებით „შეუმდგარი შეხვედრები“, სადაც შეჯამებული იყო ჰოვანეს თუმანიანის და ეღიშე ჩარენცის წერილები. მომხსენებელმა საიუბილეო ალბომები, ორიგინალური ბარათები და ჩარენცისადმი მიძღვნილი ჟურნალ „არვესტ“ -ის („ხელოვნება“) საიუბილეო ნომერი წარმოადგინა. ქალბატონმა ეღიაზარიანმა დააფასა ჩარენცის „წიგნი გზისა“, „ნაირის ქვეყანა“, „დანტეს მითი“ (იტალიურ ენაზე) გამოცემული წიგნები, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ მომზადებული ჩარენცის შემოქმედების 13 ტომიანი კრებული, სადაც გაცხადდა უამრავი საიდუმლო, ნაწყვეტები ციხის დღიურიდან და ახალი ცნობები.
ღონისძიების სიურპრიზი დამსწრეთათვის წილისყრის შედეგად გადანაწილებული გრაგნილებზე სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი ეღიშე ჩარენცის ლექსების წაკითხვა იყო, რომელიც ჰარმონიულად შეერწყო მსახიობ მელანია ბარსეღიანის, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორის ვან ბაიბურთიანის, საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანის, პედაგოგ როზა ზოჰრაბიანის, პოეტ-მთარგმნელის მარინა მოსესოვა-კირაკოსიანის, ჟურნალისტ გოჰარ მაზმანიანის გამოსვლებს.
ღონისძიების სასიამოვნო დასასრულად იქცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის ევგენია მარკოსიანის მიერ ეღიშე ჩარენცის «Ես իմ անուշ Հայաստանի» („მიყვარს ჩემი ტკბილი სომხეთი“) უკვდავი ლექსის წაკითხვა, რომელსაც დამსწრეებიც შეუერთდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ პიანისტი ესაი აბოვიანი და გიტარისტი ლევონ ალოიანი.
სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფ ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანთან, სადაც განიხილეს ის ახალი პროექტები და თანამშრომლობის არეალი, რომელიც უნდა განახორციელოს თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრმა და ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმმა ყოველთა სომეხთა პოეტის გარდაცვალების 100-წლიან საიუბილეო წელიწადში.