Материалы

ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის   უმაღლესი განკარგულებით, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და ყველა სომხურ ეკლესიაში ახალი წლის დღეს, მადლიერების ცერემონიის შემდეგ, სრულდება ბროწეულის კურთხევის წესი, რომლითაც სრულდება ძველი  წელი და იწყება ახალი.

2022 წლის 31 დეკემბერს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო დასის მონაწილეობითა და მორწმუნე მრევლის თანდასწრებით, აღევლინა საეკლესიო ღვთისმსახურება და ჩატარდა მადლიერების ცერემონია.

სასულიერო ცერემონიის დასასრულს, წმინდა მამამ მიმართა მორწმუნეებს და მათ   ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის   კურთხევა გადასცა, ისაუბრა ბროწეულის კურთხევის საიდუმლოზე, განმარტა, რომ სომხური გადმოცემის თანახმად, ბროწეულს, როგორც ეროვნულ  სიმბოლოს, სიცოცხლის, აღორძინების  და სიუხვის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. არქიმანდრიტმა კირაკოსმა ასევე განმარტა, რომ ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეული არის  იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის სიმბოლო, იქვე დასძინა, რომ  ეკლესიის   წევრები  ბროწეულის მარცვლებივით მრავალნი  და   მრავალფეროვანნი არიან, თუმცა მოქცეულნი არიან ბროწეულის მკვრივ ქერქში - გაერთიანებულნი ერთ ეკლესიაში.

3227311

წმინდა მამამ ახალი წლის შემობრძანებამდე ჩატარებული წლის ბოლო ცერემონიის მიმდინარეობისას კურთხევის და დაფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სასულიერო მსახურებაში მყოფ თითოეულ პირს - მღვდლებით დაწყებული და დიაკვნებით დასრულებული, ეკლესიების ჯვრის ნათლიებს, ქველმოქმედებს, საერო თანამშრომლებს,  მოხალისეობრივი ორგანიზაციების წევრებს და თითოეულ მორწმუნეს, ვინც მტკიცედ ინარჩუნებს სომხურ ეკლესიას და საქართველოს სომეხთა ეპარქიას.

არქიმანდრიტმა კირაკოსმა საკურთხეველზე დაწყობილი ბროწეულები აკურთხა და  დამსწრეებს ახალი - 2023 წლის შემობრძანება მიულოცა.  მთელს მსოფლიოს, მძიმე რეალობაში მყოფ დედა სამშობლოს და არცახს, საქართველოს მშვიდობა, ხალხს კი ჯანმრთელობა უსურვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მადლიერების ლოცვითა და ბროწეულის კურთხევით დასრულდა ძველი წელი.

3240198

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են