Материалы

ქ. რუსთავში ბრწყინვალე აღდგომის და ბზობის დღესასწაულები ერთად იზეიმეს

2023 წლის 16 აპრილს, ქ. რუსთავის სომხურმა თემმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“  სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, აღდგომის განახლება (კრკნაზატიკი) - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იზეიმა.

ცენტრის სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ აღვლენილი წმინდა წირვის შემდეგ, სააღდგომო ზეიმი გაიმართა, რომელსაც თბილისიდან ჩასული სტუმრებიც ესწრებოდნენ. იკურთხა ფერადი კვერცხები და სადღესასწაულო სუფრები. ტრადიციულ სააღდგომო კვერცხების ჭიდილში ჩართულნი იყვნენ როგორც უფროსები, ასევე ბავშვები.დღე წმინდა აღდგომის სიხარულით განცდილი ამაღლებული განწყობით, ერთმანეთისათვის აღდგომის დღესასწაულის მილოცვით და აღდგომის სიხარულის ერთმანეთთან გაზიარებით დასრულდა, სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, „კურთხეულია აღდგომა ქრისტესი“.

340843

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են