Материалы

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში

2023 წლის 24 აპრილს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სატრანსპორტო პოლიციის თანხლებით სომხეთის რესპუბლიკის, საქართველოს სახელმწიფო და სათემო დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მსვლელობა მოაწყვეს თურქეთის საელჩოსთან. გასული ორი წლისგან განსხვავებით, ამჯერად ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო, არ ისმოდა ძლიერი მუსიკის  გამაყრუებელი ხმა.

მშვიდობიანი აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მასზე თავდასხმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კურთხევის სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი.

ამის შემდეგ სხვადასხვა ენაზე ერთმანეთის მიყოლებით სიტყვით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები. მათი გამოსვლები მომჩივნის უფლებამოსილებით აღნიშნული დანაშაულის დაგმობის, გენოციდის აღიარებისა და სომხური მემკვიდრეობის  კომპენსაციის მოწოდებებად იქცა. აქციის მონაწილეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და გაჟღერდა პატრიოტული და საბრძოლო სიმღერები.

აქვე დავძენთ, რომ 24 აპრილს, ხსოვნის ცერემონიები, საპროტესტო აქციები და მშვიდობიანი მანიფესტაციები გაიმართა საქართველოში სომხებით დასახლებულ ყველა ქალაქსა და რაიონში.

342983229

34296756

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են