კაპანის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი თბილისში
2023 წლის 13-14 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა სომხეთის რესპუბლიკის კაპანის თემის ხელოვნების სკოლის თეატრალური ხელოვნების განყოფილების მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში წარმოადგინეს სამველ ხალათიანის სანახაობა, სახელწოდებით - „სხვის კარადაში ნუ შეხვალთ“. აღნიშნულმა თბილისელი სომეხი მაყურებლის მხრიდან გულთბილი მიღება დაიმსახურა.
„ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა საკუთარ დაფასების სიტყვაში ხაზი გაუსვა სიუნიქსა და ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს შორის ტრადიციად ქცეულ თანამშრომლობას, იმედი გამოთქვა, რომ მათი კულტურული თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც გაგრძელდება.
დღე კურთხევის სიტყვით შეაჯამა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. მან დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. მღვდელმა კირაკოსმა დიდად დააფასა თეატრალური დასის მოსწავლეთა მაღალი სამსახიობო შესრულება, საკუთარ სიტყვაში ასევე ხაზი გაუსვა წარმოდგენის იდეოლოგიურ მნიშვნელობას, შინაარსის აქტუალობას და გარემოსათვის მის მნიშვნელობას.
მომდევნო დღეს - 14 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულმა ცენტრმა კაპანის ხელოვნების სკოლის თეატრალური ხელოვნების განყოფილების მოსწავლეებს უმასპინძლა, ვინც ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ ჰოვანეს თუმანიანის თბილისურ ცხოვრებას და მოღვაწეობას. სტუმრები, გიდის წყალობით, სრულიად ჩაეფლნენ თუმანიანის პერიოდში და გაეცნენ იმ მოვლენებს, რაც მოხდა ყოველთა სომეხთა პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის აღნიშნულ ბინაში.
როგორც თეატრალური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა არტურ გაბრიელიანმა აღნიშნა, თუმანიანის სახლში თავიდან ბოლომდე იგრძნობოდა თუმანიანის სამყაროს სულის აღმაფრენა და სტუმართმოყვარე სულისკვეთება, ისევე როგორც ის ატმოსფერო, რომელიც აქ ასი წლის წინ იყო.
კაპანის ხელოვნების სკოლის თეატრალური ხელოვნების განყოფილების მოსწავლეებმა თუმანიანის ბინაში ყოფნით დიდი კმაყოფილება, სიყვარული და სიამაყე იგრძნეს, რომელიც სულისა და გულის უძირო გამოძახილს შეერწყა. თუმანიანური სული, რომელიც გაჯერებული იყო ფილანთროპიის, პატრიოტიზმის, სომეხ და ქართველ ხალხებს შორის დიდი მეგობრობის უმაღლესი იდეებითა და ადამიანური უმაღლესი ღირებულებებით, მთელი ვიზიტის განმავლობაში იგრძნობოდა.
ვიზიტის დასასრულს, ნანახითა და გაგონილით აღფრთოვანებულმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, ვიგენ აღაიანმა, შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
კაპანელი სტუმრები მადლობას უხდიან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს და ეპარქიის „ჰაიარტუნ“ და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებს გულთბილი მასპინძლობისათვის.
თეატრალური ხელოვნების სკოლის პედაგოგიური პერსონალი და მოსწავლეები მადლობას უხდიან სომხეთის რესპუბლიკის კაპანის თემის ხელმძღვანელს, გევორგ ფარსიანს გასტროლების დაფინანსებისათვის.