Материалы

თბილისში საიათნოვას „ვარდატონი“ აღინიშნა

პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, მაისის თვის ბოლო კვირა დღეს, თბილისში, მეიდნის უბანში, კვლავაც ჟღერდა გამორჩეული პოეტისა და მგოსნის  - საიათნოვას სიმღერა და სადღესასწაულო განწყობას უქმნიდა მრავალეროვანი და მულტირელიგიური ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობას.  

ტრადიციული საიათნოვას „ვარდატონი“, რომელმაც ქალაქის ჟამთაღწერაში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი, წელსაც მაისის თვის ბოლო კვირა დღეს - 2022 წლის 29 მაისს საუკუნოვანი ტრადიციის, მისი ხიბლის და სილამაზის სრული დაცვით, უკვდავი აშუღის - საიათნოვას მუსიკალურ ხელოვნებაში დასადგურებული სიყვარულის, მეგობრობის, დამაფიქრებელი და ფილოსოფიური ლექსების და ვარდის სილამაზის ქებით აღინიშნა.

300 წელზე მეტია სასიამოვნო და ძვირფასი, საიათნოვას დამაფიქრებელი და მუდამ აქტუალური ხელოვნების მაქებარი ულამაზესი ტრადიციებით დამკვიდრებული სადღესასწაულო ზეიმი მრავალეროვან თბილისში აერთიანებს აშუღური სიმღერის მოყვარულებს, საიათნოვას ხელოვნების თაყვანისმცემლებს, ვინც იკრიბება სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში და წითელი ვარდებით ამკობს დიდებული სომეხი აშუღისა და ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის - საიათნოვას საფლავს, და თაობებს გადასცემს მის სიდიადეს, სახელგანთქმულობას, მისი სამუსიკო ხელოვნების და აშუღური სიტყვის განუმეორებელ აქტუალობას და უკვდავებას.

350137570 280959941193475 2304331777155984728 N

საიათნოვას „ვარდატონი“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ორგანიზებით ამაღლების ქუჩის 18 ნომერი სახლიდან – ყოველთა სომეხთა პოეტის ჰოვანეს თუმანიანის ყოფილი ბინიდან დაიწყო. აქ შეკრებილი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისაგან, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, მარნეულის სოფ. მირზოევკასა და წითელსოფლიდან, სომხეთის მწერალთა კავშირის დელეგაციის, სომხეთის რესპუბლიკის იჯევანიდან ჩამობრძანებული სხვადასხვა ჯგუფების, მათი ხელმძღვანელებისა და წინამძღვარი წმინდა მამებისაგან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატების, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის, „ვრასტან“ გაზეთის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრების თანამშრომლებისა და მოსწავლეების, თბილისელი სომეხი საზოგადოების წარმომადგენელებისაგან შემდგარი ჯგუფი წითელი ვარდებით გაემართა სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისაკენ და თბილისის მოსახლეობას შეახსენა ამ ქალაქში დაბადებული, ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის – საიათნოვას ხსოვნა.  

მსვლელობის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს მეიდნის უბანში აღმართული საიათნოვას სიმბოლური ძეგლი და მონაწილეობა მიიღეს თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ღირსი მღვდლის, ვირაპ ღაზარიანის მიერ აღვლენილ საკვირაო წირვა-ლოცვაში.

წმინდა ცერემონიის დასასრულს, ეკლესიის ეზოში დაკრძალული საიათნოვას საფლავთან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი. საიათნოვას ხელოვნების უკვდავების, შეუდარებელი მგოსნის დაუვიწყარი ხსოვნის შესახებ სიტყვა წარმოთქვა ეპარქიის წინამძღვარმა.

დამსწრეებმა ვარდებითა და ყვავილებით, სიყვარულით და სიხარულით დაამშვენეს უკვდავი საიათნოვას საფლავი. ამის შემდეგ მეიდნის უბანში - გორგასლის მოედანზე, დაიწყო ტრადიციული „ვარდატონი“ სადაც გაჟღერდა აშუღური სიმღერა, სიტყვა და მელოდია, რომელიც მგოსნის მიმართ სიყვარულის და მისი მუსიკალური ხელოვნების უკვდავების გამოხატულება გახდა.

350128714 568724218761394 3261962274287038306 N

350475092 1316624982266214 6820045441079541940 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են