Материалы

„სამარელების ქისა“ საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებს

2023 წლის 21 ივნისს, საქართველოს „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვივნენ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა, დალოცა ანსამბლის წევრები, დაფასების სიტყვით მიმართა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანს, რომელიც ათწლეულებია უზადო შრომას დებს საქართველოში სომხური კულტურის განვითარების საქმეში, მოზარდ თაობებს ასწავლის სომხური საცეკვაო ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშს და წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში. წმინდა მამამ ანსამბლის ხელმძღვანელს მოუწოდა რომ გააგრძელოს თავდადებული შრომა დედა სამშობლოს ფარგლებს გარეთ ეროვნული საცეკვაო ხელოვნების შენარჩუნების, განვითარებისა და გავრცელების საქმეში.

ეპარქიის წინამძღვარმა  „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლის ყველა წევრს დიდი სიყვარულით გადასცა „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო  ორგანიზაციის მიერ ბავშვებისათვის განკუთვნილი საჩუქრები და სიხარული აჩუქა მათ.

355252932 657498416421341 1046991398929771579 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են