Материалы

უმაღლესი შეფასება მონოდრამის - „სარა“ რეჟისორს და მსახიობს

2023 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა  მონოდრამის - „სარა“ ჩვენება, რომელიც სარა კეინის შესახებ მოგვითხრობს. მონოდრამის გმირის - სარას როლის შემსრულებელი გახლდათ ნიჭიერი მსახიობი სიუზი დადიანი. რეჟისორ ელმირა სოლოიანის დადგმული ამავე სახელწოდების მონოდრამა მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში - Armmono.

მონოდრამა ერთ გოგონაზეა, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში კარგავს მხედველობას. იგი საკუთარი მიზნებისათვის იბრძვის, რაშიც მას ერთი ბიჭის მიმართ არსებული გრძნობა ეხმარება.

მონოდრამის პირველივე წუთებიდან ახალგაზრდა მსახიობმა თბილისელი სომეხი მაყურებლის დაინტერესება შეძლო. მან მოახერხა მაყურებლისათვის თავისი ემოციებისა და განცდების გადაცემა, შეძლო გადაეცა თავისი ოცნებები, რისთვისაც არც ნებისყოფა და არც ძალ-ღონე არ დაუშურებია.

მსახიობი სწორი მიმიკებით, ხმის მოდულაციითა და სახის გამომეტყველებასთან შეხამებული მოძრაობებით  გადმოსცემდა 28 წლის ახალგაზრდა გოგონას - სარა კეინის რთულ ფსიქიკურ განცდებს, რომელსაც მარტოობის შიშით მოცულს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ცხოვრების და სიყვარულის სურვილი ჰქონდა დაკარგული.

მსახიობის მიერ დამდგმელი რეჟისორის ელმირა სოლოიანის ჩანაფიქრების, მითითებებისა და იდეების ოსტატურად წარმოდგენის წყალობით მონოდრამამ მაყურებლის უმაღლესი მოწონება და გულწრფელი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

თავიანთი გამოსვლებით მონოდრამის მდიდარი სარეჟისორო ნამუშევარი და ნიჭიერი სამსახიობო შესრულება დააფასეს სუსანა ხაჩატრიანმა, ინა დავითაშვილმა და ნიკა ღაზარიანმა.

„Armmono“ ერთადერთი ფესტივალია სომხეთში, რომელიც, მართალია მცირე მასშტაბით, თუმცა მაინც ახერხებს გამოიყვანოს მსახიობები სომხეთის საზღვრებიდან და გააცნოს ისინი სხვა ქალაქებსა და ქვეყნებს. აღნიშნულმა საერთაშორისო ფესტივალმა განამტკიცა მონო სპექტაკლის ჟანრი სომხეთში, და აამაღლა ქვეყნის რეიტინგი მის საზღვრებს გარეთ. მონოდრამის - „სარა“ ჩვენება გაიმართა ერევანში, გიუმრისა და აბოვიანში, და ახლა უკვე თბილისშიც.

20230701

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են