იერუსალიმში მომლოცველობის დაწყებამდე ახალციხელმა მორწმუნეებმა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა მიიღეს
ყოველი ქრისტიანის უდიდესი სურვილია იერუსალიმის მონახულება, წმინდა მიწის ტაძრების მოლოცვა და სულიერად განახლება ღვთის მადლითა და ქრისტიანული რწმენით.
აღნიშნულის სურვილით 2023 წლის 4 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფი ტაძარში ლოცვის და სულიერი მამების კურთხევის მიღების შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა.
მომლოცველობის გზის დაწყებამდე მორწმუნეებმა თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარი მოინახულეს. სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ეპარქიის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი შეხვდა მომლოცველებს, დალოცა ისინი და უსურვა აღთქმის შესრულება და ასევე ურყევი ნებისყოფა და მტკიცე სწრაფვა ეცხოვრათ ყოვლისშემძლე ღვთის მადლითა და ქრისტიანული რწმენით. წმინდა მამამ მადლობის სიტყვებით მიმართა ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის სულიერ მწყემსს, ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერ ინსპექტორს, ბერ ჰაკობ სააკიანს - მორწმუნეთა მომლოცველობის წინამძღოლობისათვის და კეთილი მგზავრობა, ასევე მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა ახალციხელ მორწმუნეებს.
წინამძღვრის მამობრივი კურთხევის მიღების შემდეგ მომლოცველებმა გზა განაგრძეს იერუსალიმისკენ.