Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერის შეხვედრაში

2023 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მონაწილეობა მიიღო პროექტის „Together for Georgia’s Euro-Atlantic Choice“ ფარგლებში, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გამართულ შეხვედრაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს შეხვედრაზე ახლდნენ დიაკვნები გევორგ ავეტისიანი და გიორგი აბრამიანი.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს  „21 საუკუნე“ კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების წინამძღოლები, საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ლიდერები.

შეხვედრის მიზანი იყო რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია მოცემულ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატოს) და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებით საკითხებზე, პოლიტიკურ პერსპექტივებზე, მსოფლიოში მიმდინარე დრამატულ მოვლენებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა თანამშრომლობის ინსტრუმენტებსა და საქართველოსთვის ალიანსის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გზებს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ორგანიზატორებმა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են