საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის სტუმრობა თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მიმდინარეობს საქართველოში მოქმედი საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების შესაბამისი თანამდებობის პირთა გაცნობითი ხასიათის ვიზიტები სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში.
16 ნოემბერს თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი რიინა კალჯურანდი ეწვია.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მაღალი რანგის სტუმართან ერთად დაათვალიერა უძველესი და სასწაულმოქმედი სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარი და მას საოცარი ორნამენტების შესახებ უამბო. ეპარქიის წინამძღვარი ესტონეთის რესპუბლიკის დიპლომატს იმ საქმიანობებზე ესაუბრა, რომელსაც ეპარქია სამომავლო ხედვიდან გამომდინარე ყოველდღიურად ახორციელებს. საუბრისას მხარეები შეხვედრების და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რომელიც, რა თქმა უნდა, ორმხრივად სასარგებლო იქნება.
შეხვედრას ესწრებოდა სათემო ინიციატივების განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი.