Материалы

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში დანიის სამეფოს ელჩის ვიზიტი თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში

გრძელდება საქართველოში მომუშავე დიპლომატების ვიზიტი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში.

2023 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვია დანიის სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში - ანნე ტოფტ სორენსენი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა უმასპინძლა ქალბატონ სორენსენს, გააცნო ეპარქიის სტრუქტურა, ეკლესიების რაოდენობა და მათი საქმიანობა. საუბარში წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ეპარქიის საქმიანობის სპეციფიკას, რომელიც სულიერთან ერთად მნიშვნელოვნად მოიცავს ასევე ეპარქიის დაქვემდებარებაში მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობას, ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე, სამომავლო გეგმებსა და პროგრამებზე.

შეხვედრაზე მხარეთა მიერ ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას, რასაც მოჰყვა მხარეთა შეთანხმება მსგავსი დიალოგების გაგრძელების აუცილებლობაზე.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა და სტუმრებმა დაათვალიერეს უძველესი მთავარი საკათედრო ტაძარი, მოისმინეს ეკლესიის ისტორია და გაეცნენ ფრესკებს, რომელიც ამკობს ეკლესიის კედლებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სათემო ინიციატივების განვითარების ფონდის დამფუძნებელი არნოლდ სტეფანიანი და ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են