Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ქრისტეშობის სასიხარულო ამბავი გავრცელდა და შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი

2024 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული იზეიმა.   წლის პირველი საუფლო დღესასწაული  საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებშიც.

მორწმუნეები დილიდან,    ოჯახებით,   ამაღლებული სადღესასწაულო განწყობით,  მიიჩქაროდნენ სომხურ ეკლესიაში რათა დასწრებოდნენ საშობაო საღმრთო ლიტურგიას.

სადღესასწაულო განწყობა იყო მორწმუნეებით სავსე თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიწინ ეკლესიაში. სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

საქართველოში მცხოვრები სომეხი მორწმუნეებისათვის წმინდა დღესასწაულის მისალოცად ტაძარში იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, იურისტი და სამართალმცოდნე კარენ ეღიაზარიანი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იზაბელა ოსიპოვა, სათემო განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები და საზოგადო მოღვაწეები, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მორწმუნეები.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესიაში გავრცელდა ჩვილი იესოს შობის ხარება.

2

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ახალი წელი და შობა მიულოცა და საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ხაზი გაუსვა ერთი და იმავე რელიგიის და კულტურის მატარებელი თანამორწმუნე სომეხი და ქართველი ხალხების ათასწლოვან ძმურ ურთიერთობას, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მაღალი რანგის ქართველ სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით დღესასწაულები მიულოცა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლს შობის და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წელს ჯვრის ნათლიები გახდნენ მორწმუნე ქრისტიანები - სამველ პოღოსიანი - თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში და ვაჩაგან აკობიანი - ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში მოქმედ სომხურ ტაძარში.

ლიტურგიაზე დამსწრეები სადღესასწაულო განწყობით და ნაკურთხი წყლით დაბრუნდნენ სახლებში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են