Материалы

გრძელდება დიპლომატების სტუმრობა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში

დიპლომატების სტუმრობა გრძელდება სომეხთა სამოციქულო მართმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ეპარქიას სტუმრობდა ლიეტუვას ელჩი საქართველოში ბატონი ანდრიუს კალინდრა.ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე კირაკოსმა ელჩს გააცნო ეპარქიის მუშაობის სპეციფიკა და ესაუბრა სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას,განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რასაც მოჰყვა მხარეთა შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე. მითითებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სათემო ინიციატივების განვითარების ფონდის  დამფუძნებელმა არნოლდ სტეფანიანმა და აღნიშნული ფონდის ხელმძრვანელმა - მარი მიქოიანმა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են