Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში „მიჯინქი“ აღინიშნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ამჟამად დიდი მარხვის პერიოდია. 2024 წლის 6 მარტს, დიდი მარხვის 24-ე დღეს, მარხვა გაშუალედდა. დიდი მარხვის განზოგების - გაშუალედების დღეს „მიჯინქი“ ეწოდება. „მიჯინქის“ საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება ხალხური წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით, როგორიცაა, მაგალითად ქადის ან ბაღარჯის გამოცხობა. ღირსი მღვდლების წინამძღოლობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესაბამისი სამზადისით დაიწყო დღესასწაული - საეკლესიო ცერემონიასთან ერთად დღესასწაული აღინიშნა აგრეთვე სახალხო წეს-ჩვეულებების თანახმად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში შესრულდა „სიმშვიდის“ ღვთისმსახურება, რის შემდეგაც იკურთხა და მორწმუნეებს გაუნაწილდა არომატული ქადები. მორწმუნეთაგან ზოგიერთს ეკლესიის ჯვრის ნათლიების მომზადებული სიურპრიზი - ნაკურთხი ჯვარი შეხვდა.

2

„მიჯინქი“ განსაკუთრებული პომპეზურობით და ქადის ფესტივალით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში. სომხური ეკლესიების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ღონისძიების საკონცერტო ნაწილის დასრულების შემდეგ იკურთხა ეკლესიის მოყვარული ქალბატონების მიერ გამომცხვარი ქადა, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა მოსაწონი ვიზუალით და არომატული გემოთი.

„მიჯინქი“ აღინიშნა ასევე ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში. დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი ცეკვა-სიმღერით გაამხიარულეს დამსწრეები. თბილისის მსგავსად, ბათუმშიც მორწმუნეებს ნაკურთხი ქადა დაურიგდათ.

ნამდვილადაც, რომ დღესასწაული დიდმარხვის მეორე ნახევრის რწმენითა და ლოცვით გავლის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ქრისტიანული სიყვარულით მიგებების საწინდარი გახდა.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են