Материалы

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში აღევლინა საერთო ლოცვა - ԽՈԿՈՒՄ

2024 წლის 25 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საერთო ლოცვა - ԽՈԿՈՒՄ (ქართ. ჩაფიქრება).

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დიაკვნის გევორგ ავეტისიანის ინიციატივით, ვნების კვირეულის პირველი დღე დაიწყო საერთო ლოცვით - ԽՈԿՈՒՄ (ქართ. ჩაფიქრება).

დამსწრე მორწმუნეებმა მოისმინეს მღვდლების, დიაკვნების და მეფსალმუნეების მიერ წაკითხული ფსალმუნები და ლოცვები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სიტყვამ ჩააფიქრა მორწმუნეები. მან ისაუბრა ვნების კვირაში იესო ქრისტეს განცდილ ტანჯვაზე, დამსწრეებს იესოს ერთგულებისკენ, მისი მცნებების დაცვისკენ, ერთმანეთის სიყვარულისკენ, სამშობლოსათვის თავდადებისკენ, ხალხის სიყვარულის და ჩვენი რწმენით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

მორწმუნეები დაჩოქილები ჩაფიქრდნენ - სრულ სიჩუმეში ფიქრობდნენ წმიდა მამის სიტყვებზე, თითოეული მათგანი გონებაში ლოცულობდა უფლისადმი, უზენაესს ევედრებოდა ქვეყნიერებაზე მშვიდობას და ხალხთა დღეგრძელობას.

ԽՈԿՈՒՄ-ს (ქართ. ჩაფიქრება) მგალობელთა გუნდის სულისშემძვრელი გალობა დაერთო და სასულიერო დასის ლოცვით დასრულდა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են