Материалы

„იმედის ხიდის“ თეატრალური დასის - „კამურჯ“ ვიზიტი თბილისში, რომელმაც წარმოადგინა ჰაკობ პარონიანის სატირა სახელწოდებით „საპატიო მათხოვრები“

2024 წლის პირველ და ორ მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მოწვევითა და მხარდაჭერით, ეპარქიამ თბილისში უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის ა/ო „იმედის ხიდის“ თეატრალურ დასს „კამურჯ“ - ხელმძღვანელთან ჰასმიკ ხაჩერიანთან ერთად.

სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა მიიღო. თეატრალური ჯგუფის საქმიანობით დაინტერესებულმა წმინდა მამამ სტუმრებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია გააცნო, გაიხსენა ის ისტორიული სასულიერო მოღვაწეები, ვინც საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურობდნენ. წმინდა მამამ თეატრალური ჯგუფის მოსწავლეებს სუვენირები გადასცა და მათთან ერთად საერთო ფოტო გადაიღო.

2

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრში ა/ო „იმედის ხიდის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისაგან შემდგარმა თეატრალურმა დასმა „კამურჯ“ თბილისელ სომეხ მაყურებელს წარუდგინა ლევონ ივანიანის რეჟისორობით დადგმული ჰაკობ პარონიანის სატირა სახელწოდებით „საპატიო მათხოვრები“. კლასიკოსი სომეხი სატირიკოსის გმირები ოსტატურად განასახიერეს მოზარდებმა: დენის ვარდანიანმა, გრიგორ სარიბეკიანმა, ჰამბარძუმ სარგსიანმა, ლევონ ჰოვჰანისიანმა, ელენ სარგსიანმა, ელენ ავეტისიანმა, ვაჰე სარგსიანმა, ვანესა ღუკასიანმა და ჰამლეტ პილტოიანმა.

მაყურებლებს შორის იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატი გაგიკ ეკმალიანი, საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს თანამშრომელი ანა სარგსიანი, მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი, სტუმრები, მშობლები და სკოლის მოსწავლეები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა თბილისში ვიზიტი განხორციელდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი) თანადგომითა და ცენტრის გუნდის ყოფილი მოსწავლის, მარგარიტა გილოიანის მშობლების ჩართულობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მხიარული, საინტერესო, შინაარსიანი და ღონისძიებებით დატვირთული დღეები გაატარეს თბილისში. ისინი ეწვივნენ ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას, მოინახულეს ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები.

3

1997 წელს დაარსებული თეატრალური დასის - „კამურჯ“ მიზანია გაარღვიოს ბარიერები, რომელიც ზღუდავს ბავშვებს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიას საზოგადოებაში. 

ზემოაღნიშნულ თეატრალურ დასს, რომელიც ათწლეულებია მოღვაწეობს, წარმოდგენები აქვს გამართული სომხეთის თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში, მონაწილეობდა თბილისში გამართულ ფესტივალში სახელწოდებით „საჩუქარი“ და გამოდიოდა სტამბულში, ინკლუზიური განათლებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე. თეატრალურ სტუდიას „კამურჯ“ ფილიალები აქვს დილიჯანში, იჯევანში, ნოემბერიანსა და ბერდში.

ა/ო „იმედის ხიდი“ თანამშრომლობს დანიის სამეფოს საელჩოსთან საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში. დანიური ახალი დემოკრატიული ფონდის მიერ დაფინანსებული თეატრალური სტუდია „კამურჯ“ პროექტს ახორციელებს ორგანიზაციის ხანგრძლივ პარტნიორთან - „მისია აღმოსავლეთისკენ“ ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან ერთად.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են