წმინდა წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
2024 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.
წმინდა წირვის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა წმინდა თომა მოციქულის შესახებ, ისაუბრა დღის შინაარსზე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის აღმოჩენის ხსენების დღის მნიშვნელობაზე.
წმინდა საკურთხეველზე დასვენდა ეკლესიაში დაცული წმინდა თომა მოციქულის წმინდა მარჯვენა․
წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა, მორწმუნეების სახელით დეკანოზ ეღიშე ჰარუთიუნიანს 85 წლის იუბილე მიულოცა და მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. ტაძრის ეზოში მორწმუნეებმა დეკანოზ ეღიშეს განსაკუთრებული იუბილე სადღესასწაულო ტორტით მიულოცეს.