Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს წმინდა ეჯმიაწინის მთავარი საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის და მირონკურთხევის ცერემონიებში

2024 წლის 28-29 სექტემბერი სომხეთის ისტორიაში წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის კურთხევისა და მირონკურთხევის დაუვიწყარი ცერემონიებით ჩაიწერა.

წმინდა მირონის კურთხევის და წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის წმინდა ცერემონიების საპატრიარქო მსვლელობასა და საპატრიარქო წმინდა ლიტურგიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი.

უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ლოცვა-კურთხევითა და მიწვევით, სომხური ეკლესიის წმინდა ცერემონიებს დაესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

Img

სომეხი ქრისტიანისთვის ამ ნანატრ დღეებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ასობით მორწმუნე დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვაღარშაპატში გამართულ წმინდა ცერემონიებში. წმინდა ცერემონიებში მონაწილეობდნენ მომლოცველები ბათუმის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხისა და წალკის რაიონებიდან და სასულიერო ეპარქიებიდან, აგრეთვე თბილისიდან და საქართველოში სომხებით დასახლებული სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან. მომლოცველობას უძღვებოდნენ ღირსი სულიერი მამები, მღვდელი სამუელ ტოროსიანი, მღვდელი არარატ გუმბალიანი, მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი, მღვდელი ღევონდ თაზაიანი, რომელთაც თან ახლდნენ მეფსალმუნეები და დიაკვნები. წმინდა მირონის კურთხევის ცერემონია, რომელიც გაიმართა დევიზით: „იდენტობის მირონცხება“ (სომხ. «ԴՐՈՇՄ ԻՆՔՆՈՒԹԵԱՆ» ), ღირებულია თითოეული სომეხისათვის.

Img

ათასობით მომლოცველმა, წმინდა მირონის კურთხევის ცერემონიის შემდეგ, მოისმინა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მამობრივი ქადაგება, რომელიც მიმართული იყო ომგამოვლილი სომეხი ხალხისადმი და შეიცავდა სურვილს იმისას, რომ ახალმა მირონმა სომეხ ხალხს სულიერი სიმტკიცე და აღორძინების ძალა მოუტანოს.

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულზე, უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის და საპატრიარქო წმინდა ლიტურგიის ჩატარების შემდეგ, წმინდა რიტუალებზე დამსწრეთათვის კარები ფართოდ გააღო რესტავრირებულმა და კიდევ უფრო დიდებულმა წმინდა ეჯმიაწინის სომხურმა ძლიერმოქმედმა ტაძარმა (301-303 წწ.).

რწმენის ახალი ძალით აღვსილი და შთაგონებული, სულიერად კიდევ უფრო მეტად განმტკიცებული მომლოცველები მთელი გულით ლოცულობდნენ საკათედრო ტაძარში და ტაძრის სხვადასხვა დარბაზში ანთებდნენ სანთლებს.

Img
Img
Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են