Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ჩაიბარა ჭურჭელი, რომელშიც საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის განკუთვნილი წმინდა მირონი ასხია

2024 წლის 30 სექტემბერს, წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის საკათალიკოსო სასახლეში, უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით, ახლად ნაკურთხი წმინდა მირონის განაწილების ცერემონია გაიმართა.

საუფლო ლოცვის და წმინდა ცერემონიების დაფასების შემდეგ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა წმინდა მირონით სავსე ჭურჭლები გადასცა კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს, კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსოს, იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

უმაღლესმა პატრიარქმა ლოცვა-კურთხევით და ნდობით ჭურჭელი, რომელშიც წმინდა მირონი ესხა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა თავმდაბლობით დაარწმუნა უმაღლესი პატრიარქი, რომ დედა საყდრიდან განაწილებული მირონი სულიერ განახლებას და სიმტკიცეს მოუტანს სომეხ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ სომეხ მორწმუნეებს.

ცერემონია უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და ქადაგებით შეჯამდა.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են