Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების სამუშაო შეხვედრაში

2024 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონდ „ლაზარეს“ ინიციატივით, პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქობულეთში, ბობოყვათის საპატრიარქოს რეზიდენციაში, გაიმართა საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიას წარმოადგენდნენ ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი და დიაკვანი გევორგ ავეტისიანი.

პროექტი ხორციელდება 2007 წლიდან მოყოლებული და მისი მიმდინარე (2022-2026 წწ.) პერიოდი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერას.

2022 წლიდან პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლები, რომლებიც ხვდებიან და განიხილავენ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებას, კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის გარემოებებს, რელიგიისა და სულიერების როლს, წარმოაჩენენ თანამშრომლობის გზებს და თემში შესაძლო ინტერვენციის შესაძლებლობებს.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են