„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში ჩატარდა მოხსენება თემაზე „ძველი ტფილისი სომხური აქცენტით“
2024 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა მოხსენება თემაზე „ძველი ტფილისი სომხური აქცენტით“, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ტრადიციად დამკვიდრებულ „თბილისობის“ დღესასწაულს ეხმიანებოდა.
ქალაქის განვითარების ისტორიის წარდგენისას, დედაქალაქის ისტორიის მკვლევარმა აიდა ბაბაჯანიანმა გამოყო ქალაქის სომხური წარმომავლობის მაცხოვრებელთა როლი დედაქალაქში განათლების, კულტურის და მრეწველობის განვითარებაში, აგრეთვე ისაუბრა თბილისის არქიტექტურის, სულიერი და კულტურული ძეგლების ისტორიასა და სომხური კვალის წარმოჩენაზე. გამოსვლა შეეხებოდა მე-19 საუკუნის შუა წლებამდე პერიოდს, როდესაც განსაკუთრებით აქტიური იყო სომეხ მეწარმეთა, მეცნიერების და კულტურის მოღვაწეთა, ეკლესიის წინამძღვართა, სასულიერო პირთა კონსტრუქციული, შემოქმედებითი საქმიანობა, სკოლების დაარსება, უცხოეთში პროფესიული განათლების მიღების შემდეგ სომეხი ახალგაზრდების ქალაქში დაბრუნება და მათი ერთგულად ჩართვა დედაქალაქის განვითარების, მშენებლობის და მართვის საქმეში.
პრეზენტაციის დასასრულს მომხსენებლისადმი მიმართული შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ეკლესიების მშენებლობას, შენობა-ნაგებობებს, სკოლებსა და დედაენას.