ჰოვანეს თუმანიანი ცენტრის სტუმრებს ა. შუგაროვის მიერ შექმნილი პორტრეტიდან „მიესალმება“
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის თანამშრომლებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა ცნობილი მხატვრის, წარმოშობით თბილისელი ანდრეი შუგაროვის თბილისში ვიზიტი, რადგანაც გაზეთ „ვრასტანის“ საშუალებით ინფორმირებულები იყვნენ, რომ მხატვარს სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული დიდი სახალხო პოეტის თბილისური სახლის და თბილისელი სომხებისათვის.
ნამდვილადაც რომ 2024 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თაოსნობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრს ეწვია ხელოვნების მოყვარულთა ჯგუფი ერევნიდან, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მხატვარი ანდრეი შუგაროვი და მისი ახლო მეგობარი, წარმოშობით აგრეთვე თბილისელი, „CarLeone“ სამხატვრო არტ-გალერეის დამფუძნებელი კარლენ კარაპეტიანი, ვიზიტს ესწრებოდნენ გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი და სხვები.
ანდრეი შუგაროვმა დაათვალიერა ჰოვანეს თუმანიანის ყოფილი თბილისური ბინა, რის შემდეგაც ცენტრს საკუთარი ხელით შექმნილი ფერწერული ტილო გადასცა, რომელზეც ჰოვანეს თუმანიანის პორტრეტია გამოსახული და დასძინა, რომ ამიერიდან დიდი სახალხო პოეტი ცენტრის დამთვალიერებელს აღნიშნული პორტრეტიდან „მიესალმება“.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ცნობილი ფერმწერი და პორტრეტების დიდი ოსტატი „ჰოვანეს თუმანიანი“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.
მადლობის სიტყვაში ანდრეი შუგაროვმა დააფასა კარენ კარაპეტიანის გამოთქმული ინიციატივა ცენტრის თუმანიანის პორტრეტით კიდევ უფრო მეტად დამშვენებასთან დაკავშირებით და პირობა დადო, რომ საკუთარი პერსონალური გამოფენით წარდგება თბილისელი სომხების წინაშე.