გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის აქალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ფორუმი "სტუდენტური კონფერენცია -24"
8 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია. ღონისძიება განხორციელდა „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისთვის 2023-2024“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “Jinishian Memorial Foundation” ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, განიხილებოდა და შეჯამდა 2024 წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის ჩატარებული ყველა შეხვედრა, სემინარი და ტრენინგი.
ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ემილ სარქისიანმა, ხაზი გაუსვა და ისაუბრა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობზე სხვადასხვა სამოქალაქო საკითხების განხილვისა და მოგვარების პროცესში, ასევე შეაჯამა „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისთვის 2023-2024“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები და მიღწევები.
კონფერენციას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები არნოლდ სტეფანიანი და მარი მიქოიანი, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა პროექტში, მათ შორის, ისაუბრეს 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი მონაწილეობის აუცილებლობაზე.
კონფერენციას ასევე ესწრებოდა თბილისის წმ. გევორგის საკათედრო ტაძრის დიაკვანი გევორგ ავეტისიანი, რომელმაც ახალგაზრდებთან ერთად განიხილა სულიერი ღირებულებებისა და სამოქალაქო ვალდებულებების ურთიერთკავშირები.