Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხური არმიის დაარსებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულში

2022 წლის 28 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, ეპარქიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ბერდავანში გამართულ სომხური არმიის დაარსებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის დიაკვანი გევორგ ავეტისიანი, კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი სურენ აბრამიანი,  დუდუკის ჯგუფის პედაგოგი ივანე მკრტჩიანი,  ხმის ოპერატორი სერგეი არუთუნიანი და შემოქმედებითი ჯგუფების წევრები.

 „ჰაიარტუნ“ ცენტრს (ხელმძღვანელი- ევგენია მარკოსიანი) და ბერდავანის თემს (ფონდის დირექტორი- სმბატ მუღდუსიანი) შორის ტრადიციული ურთიერთობებია დამყარებული, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, თანამშრომლობას, თბილ ურთიერთვიზიტებს. თუმცა წლევანდელი ვიზიტი მეტად ემოციური აღმოჩნდა, რომელიც სომხური ჯარის დაარსების 30-ე წლის იუბილედან გამომდინარე პატრიოტიზმის, თავგანწირვის, სახლის დაცვის და სომხური არმიის განვითარების და გაძლიერების იდეას გამოხატავს.

სამშობლოს საზღვრების ვაჟკაცურად დამცველმა გმირმა ბერდავანელებმა 44-დღიან არცახის ომში დაღუპული თანამემამულეების ნათელი ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად დღესასწაული მემორიალზე ვიზიტით და მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყეს.

272872998 485993509584477 7463492481022250498 N

ემოციური, პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა იმ ადამიანებს, ვინც დღესაც ძალ-ღონეს და სიცოცხლესაც კი არ იშურებს სამშობლოს დასაცავად და არმიის შესაქმნელად. ბერდავანის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი, სადაც შესრულდა სამშობლოს და მისი გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერები, ცეკვები. სადღესასწაულო ღონისძიება საკუთარი გამოსვლებით გაალამაზეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტმა აიდა ბაზოიანმა, მედუდუკე ივანე მკრტჩიანმა და „ტარონ“ ცეკვის ანსამბლმა.

დიაკვანმა გევორგ ავეტისიანმა ღონისძიების დამსწრეებს გადასცა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა, მილოცვები და ასევე კეთილი სურვილები, რომ  ყველა ჯარისკაცმა უსაფრთხოდ იმსახუროს ეროვნულ არმიაში და  ყველა ახალწვეული უსაფრთხოდ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ღონისძიების ხელმძღვანელებმა და ორგანიზატორებმა დიდად დააფასეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის ვიზიტები, რაც სასიამოვნო, შთამაგონებელი და დედა სამშობლოს საზღვრების მტკიცედ დაცვის მოწოდებაა.

იმავე დღეს, გვიან საღამოს, ეპარქიის დელეგაცია თბილისში დაბრუნდა.

272866399 485993556251139 5780948876262637340 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են