Материалы

40 დღე ჟორა (გევორგ) სნხჩიანის გარეშე

ამბობენ, რომ გარდაცვალების შემდეგ მიცვალებულის სული კვლავ რჩება ოჯახში, საკუთარ სახლში, ნათესავების გარემოცვაში და მხოლოდ 40 დღის შემდეგ სული ამაღლდება ზეცაში - გადადის სამოთხეში და მარადიულ ზეციურ ცხოვრებას იწყებს.

16 მარტს სომეხი პოეტის, კავშირ „ვერნატუნის“ დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის, ჟორა სნხჩიანის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ამ დღეს ჟორა სნხჩიანის ხსოვნისადმი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის და დიაკვან ოთარ გიგაურის მიერ პანაშვიდი შესრულდა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისელი სომეხი ინტელიგენცია, გარდაცვლილის მეგობრები და ნაცნობები. დამსწრეებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს სომეხი ერის ღირსეული შვილის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ნიჭიერი პოეტის ჟორა სნხჩიანის სულის სიმშვიდისათვის. ამის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირ „ვერნატუნის“ წევრების - არტემ გრიგორენცის ინიციატივით და როზა ზოჰრაბიანის ორგანიზებით ჟორა სნხჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

276060344

ემოციური იყო ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის შესახებ დამსწრეთა საუბრები. „ვერნატუნ“ წელიწდეულის მე-11 ნომრის (მე-12, ბოლო, მის მიერ რედაქტირებული, მაგრამ გამოუქვეყნებელი) რედაქტორის, მრავალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორდენის, მედლის, კურთხევის წერილისა და მადლობის სიგელის მფლობელი სომეხი ერის ღირსეული შვილის შესახებ ისაუბრა დამსახურებულმა პედაგოგმა როზა ზოჰრაბიანმა, ხოლო ჟორა სნხჩიანის სამი საავტორო კრებული და მრავალჟანრიანი ლიტერატურული მემკვიდრეობა მიმოიხილა პოეტმა სუსანა ავეტისიანმა.

ღონისძიებაზე ჟორა სნხჩიანის, საკუთარ მშობლიურ ქალაქ ნინოწმინდაში, საქართველოში და სომხეთში სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში პატრიოტული, მეგობრობის იდეებით დატვირთული მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საუბრისას ხაზი გაესვა ჭეშმარიტი სომეხის, ერის ღირსეული შვილის ხსოვნას, მის პიროვნებას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს და ოჯახს მიუძღვნა.

ემოციური იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ ჟორა სნხჩიანის ლექსების წაკითხვა. დამსწრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტ ეკატერინა მინასიანის ხსოვნის სიუჟეტებმა ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის ცხოვრებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ჟორა სნხჩიანი 40 დღეა ჩვენს გვერდით აღარ არის, მისი კვალი წარუშლელად რჩება საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირ „ვერნატუნის“, ახალგაზრდული წრის - „უმცროსი ვერნატუნელები“ და ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობაში, რაც დაგვრჩა სომეხი ერის ღირსეული შვილის მიერ შექმნილი კეთილი საქმეების მტკიცებულებად.

კურთხეულ იყავ მართალთა ხსოვნით.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են