Материалы

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში 44-დღიან ომში დაღუპულთა მემორიალური ხაჩქარი დაიდგა

2021 წლის 27 სექტემბერს, არცახის 44-დღიანი ომის წლისთავზე, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, „ჯავახეთი სომხების გვერდით“ ფონდის ინიციატივით და ჯავახელების შემოწირულობებით გაიმართა ომში დაღუპულთა მემორიალური ხაჩქარის გახსნისა და კურთხევის რიტუალი.

ადგილობრივი ოსტატის, არტიომ გაბრიელიანის ხელით შესრულებული ხაჩქარი გახდა წარმოშობით ჯავახეთის აახლ. 70 დაღუპულის უკვდავი ხსოვნის მოწმე, რათა  გაგვახსენოს, ის გმირი ბიჭები, რომლებმაც სამშობლოს და არცახის დამოუკიდებლობისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

ეკლესიის ეზოში არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ბერ ჰაკობ სააკიანის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის, მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანისა და მღვდელ ნარეკ ტიგრანიანის, ასევე დიაკვანთა დასის მონაწილეობით ომის მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდის რიტუალი შესრულდა.

არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებისადმი მიმართვაში 44-დღიან მომაკვდინებელ კონფლიქტში პატრიოტული სიმტკიცის მქონე ახალგაზრდების მთელ თაობაზე ისაუბრა, რომელთა სიცოცხლის ფასადაც დღეს ცხოვრობს ომგამოვლილი არცახი და ჭრილობებს იშუშებს დედა სამშობლო.

„ჯავახეთი სომხების გვერდით“ ფონდის პრეზიდენტმა კარენ პაპიკიანმა ეპარქიის წინამძღვარს არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის არაიკ ჰარუთუნიანის მადლობის წერილი გადასცა, სადაც დაფასების სიტყვებით მიმართავდა ის ფონდს, ომის პირველივე დღეებიდან გაწეული დახმარებისათვის, ხაზგასმული იყო ჯავახელების მიერ საომარ მდგომარეობაში მყოფი არცახის მხარდაჭერა.

ხაჩქარის კურთხევის რიტუალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იური უნანიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსან თოროიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, უკვდავი გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები, 44-დღიანი ომის მონაწილეები და სხვადასხვა თემიდან მოსული სტუმრები.

დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ხაჩქარის კვარცხლბეკი და დაღუპული ახალგაზრდების ფოტოები.

44-დღიანი ომის წლისთავის დღე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართული სანთლების დანთებით დასრულდა.

243297244

243292852

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են