Материалы

წაკითხულ იქნა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კონდაკი - წმინდა ნერსეს შნორალის გარდაცვალების 850-ე წლისთავთან დაკავშირებით

2023 წლის 5 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კონდაკი - წმინდა ნერსეს შნორალის გარდაცვალების 850-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა პოეტზე, მუსიკოსზე, ღვთისმეტყველსა და საერთო ქრისტიანული ცივილიზაციის უდიდეს წარმომადგენელზე, ნერსეს შნორალიზე, მის გაწეულ სამწყსო-საეკლესიო, კულტურულ, ბიბლიოგრაფიულ და პედაგოგიურ საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, ნერსეს შნორალის კათალიკოსობის წლები (1166- 1173) სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისათვის ურთულესი პერიოდი იყო, ხასიათდებოდა ასევე წინსვლითა და წარმატებებით, რომელიც აღწერილია სომხური ეკლესიის ისტორიაში.

წმინდა მამამ ისაუბრა ასევე დღის მნიშვნელობაზე - უძღები შვილის კვირაზე. მან დამსწრეებს წმინდა ნერსეს შნორალის ლოცვებით და საგალობლებით ცხოვრებისკენ მოუწოდა და რომ რწმენისგან დაშორების გამო დიდი მონანიებით დაბრუნებოდნენ მამა ღმერთს და ქრისტიანულ სარწმუნოებას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են