საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით ყვავილებით შეიმკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
2022 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლობამ, ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ღირს მღვდელ კირაკოს სიმონიანთან და „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორ ვან ბაიბურთიანთან ერთად, პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ეპარქიის სახელით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.