Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით გვირგვინით შეიმკო 9 აპრილის მემორიალი

9 აპრილი საქართველოში 1989 წელს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნისა და საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ აღინიშნება.

2024 წელს ამ სისხლიანი მოვლენებიდან 35 წელი შესრულდა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლობამ, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ღირსი მღვდლის კირაკოსი სიმონიანის წინამძღოლობით, პატივი მიაგო თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ეპარქიის სახელით თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2

იმავე დღეს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის მიერ დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის აღესრულა პანაშვიდიც.

პანაშვიდს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომლები,  ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ წევრები და თბილისელი სომხები.

ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ სახელით გვირგვინით და ყვავილებით შეიმკო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერევნის სკვერში არსებული 9 აპრილის მემორიალი - „ხაჩქარი“.

 

4

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են