საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia
2023 წლის 11-14 მაისს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“-ს ფარგლებში მესამე დიალოგს უმასპინძლა.
ღონისძიება ჩატარდა ლოპოტას ტბაზე და მას აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდული გაერთიანებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მესამე დიალოგის ფორმატი მიზნად ისახავდა დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის და ურთიერთობის აღდგენის თემაზე სამუშაო ჯგუფების რეკომენდაციების წარდგენას, აზრების შეჯერებასა და ამ გამოწვევაზე ერთობლივი მუშაობის დაწყებას.
პროექტი „ააშენე საქართველო“ შემდეგ ეტაპზე იმუშავებს სახელმწიფო უწყებებთან მოცემული რეკომენდაციების გაცნობასა და სახელმწიფო პოლიტიკაში მათ ასახვაზე.
პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.