Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მოსკოვში მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კონფერენციაში - „IX სამეცნიერო გამოსვლები“

2021 წლის 17 ნოემბერს, მოსკოვის ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა ყოველწლიური, IX სამეცნიერო გამოსვლები, სახელწოდებით „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი - სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც მიეძღვნა მუზეუმის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის დ. ი. არსენიშვილის (1905-1963 წწ.) ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

სამეცნიერო კონფერენციაზე - „სომხური და ქართული ეკლესიები გაერთიანებულნი არიან ქრისტეთი და ქადაგებენ იესოს მაცოცხლებელ სიტყვასა და სწავლებას“ - მოხსენებით გამოვიდა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. მან დამსწრეებს წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია - საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის აქტიური სულიერი და კულტურული ცხოვრება მე-4 საუკუნიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე.

1საქართველოდან ჩასული სტუმრები მოსკოვში მიიღო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა ეზრას ნერსისიანმა. არქიეპისკოპოსმა კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა საპატიო სტუმრებს. მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა სომხურ კულტურას. ეპარქიის წინამძღვრებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.   

19 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის შეხვედრების დარბაზში გაიმართა რეჟისორ ჰენრიხ მალიანის მხატვრული ფილმის -„ნაჰაპეტი’’-ს ჩვენება და განხილვა. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა ფილმის  ღირებულებებზე,  ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული სომეხთა გენოციდზე გადაღებული პირველი მხატვრული ფილმია, სადაც ღიად არის ნაჩვენები მე-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენები, სომეხი ხალის ხოცვა-ჟლეტა და თავს დამტყდარი უბედურებები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა მოძმე ხალხების მიერ სომეხი ხალხის ისტორიით დაინტერესებას.

- ერთმანეთის გაცნობით, ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ თანამედროვეობის გამოწვევებსა და კაცთმოძულეობის იდეოლოგიას, - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა წმინდა მამამ.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკუთარი აზრი და შთაბეჭდილებები გამოთქვა ფილმთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ფილმი გვასწავლის კვლავაც ფეხზე წამოდგომის და ცხოვრების გაგრძელების საჭიროებას, რომ ადამიანს შეუძლია და მან უნდა იცხოვროს, მიუხედავად ყველაფრისა. ფილმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს „ნურ“ ახალგაზრდული კავშირის წევრებმაც.

ღონისძიების დასასრულს, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთანმა  ფილმის მაღალი შეფასების და სომეხი ხალხის ისტორიის მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისათვის მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებსა და დამსწრეებს.

21 ნოემბერს საქართველოდან გამგზავრებული სტუმრები დაბრუნდნენ თბილისში.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են