იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში
2019 წლის 21 აპრილს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა მრავალი მორწმუნის მონაწილეობით და სომხური ეკლესიის კანონებითა და რიტუალური წესების შესაბამისად. როგორც ჭრაგალუიცის საღამოს, ისე აღდგომის დღეს თბილისში, რუსთავში, ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულის, წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში, მრავალი მორწმუნის მონაწილეობით, ჩატარდა წმინდა რიტუალები.
მორწმუნეებით იყო სავსე თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესია, ეზო და მიდამო. ეკლესიაში ჩატრდა ჟამნობა, მიწის კურთხევის რიტუალი, შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა, ვაზგენ მირზახანიანმა, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩაატარა წმინდა და უკვდავი ლიტურგია.
წირვას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები, თემის თანამდებობის პირები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, სხვა გამოჩენილი სომხები და მრავალი მორწმუნე.
სომხურ ეკლესიაში წმინდა აღდგომის დღესასწაული დააფასეს ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, სამხედრო კვლევების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ, პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა სერგო ფარულავა.
წმინდა ლიტურგიის მწირველმა მამამ წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის სააღდგომო მოძღვრება.
წმინდა და უკვდავი ლიტურგიისას, ეპარქიალურმა წინამძღვარმა მიულოცა მორწმუნეებს წმინდა აღდგომის, როგორც კეთილის ბოროტზე, ნათელის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული.
შემდეგ ჩატარდა მიღება, რომლის განმავლობაში უწმინდესმა ვაზგენმა მისალოცი სიტყვებით მიმართა ასევე საქართველოს ქრისტიან ხალხს, რომლებიც აღნიშნავდნენ ბზობის დღესასწაულს.
ეკლესიის ეზოში ეროვნულ სამოსებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ხალხს დაურიგეს შეღებილი კვერცხები.
ორშაბათს, წმინდა ლიტურგის შემდეგ ჩატარდება მიცვალებულთა სულის ხსენების რიტუალი.