USAID-ის მისიის დირექტორის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიაში ვიზიტისას, USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა და წინამძღვარმა კირაკოს დავთიანმა განიხილეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მათ ასევე ისაუბრეს USAID-ის პარტნიორობაზე საქართველოსთან, რომლის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ ტოლერანტობასა და სამოქალაქო თანასწორობას ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემის წევრებს შორის.